აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

28 თებერვალი 2022, 20:26 850 ნახვა

აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„აშშ გააგრძელებს თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციას, რომ რუსეთს მკაცრი შედეგები დააკისროს უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ წარმოებული ომისთვის. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მიზნის ერთობლიობას, სიმტკიცეს და მზაობას, რომ რუსეთს პასუხი ვაგებინოთ თავისი აგრესიისთვის, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა მათი არჩევანით დაწყებულ ომზე“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში