ხმაურიან სხდომამდე იყო ბიუროს სხდომა, რომელიც წუთიერი დუმილით გაიხსნა.
აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატებმა პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას და თანადგომა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს.
იმსჯელეს უკრაინის რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ინიცირებულია.
ბიურომ ასევე განიხილა და განსაზღვრა უმაღლესი საბჭოს მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე მინისტრის საათის განრიგი.