საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია მეორედ დაამარცხა

28 თებერვალი 2022, 13:07 493 ნახვა

2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და 79:65 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე შედეგიანი თედ მაკფადენი იყო, რომელმაც 33 წუთში 24 ქულას, 3 მოხსნას და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მაკფადენის შემდეგ, გიორგი შერმადინი იყო გამორჩეული. „ტენერიფეს“ კალათბურთელმა პარკეტზე 33 წუთი გაატარა. გიორგიმ 13 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 7 ქულა დაუგროვდა და ცხრილში დროებით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე პოზიციაზე მყოფ ესპანეთს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი