ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF), უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა შეუჩერა.
"უკრაინაში მიმდინარე ომის კონფლიქტის ფონზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს ბ-ნ ვლადიმერ პუტინს, როგორც საპატიო პრეზიდენტისა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ელჩის სტატუსის შეჩერების შესახებ", - ნათქვამია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.
საერთაშორისო ფედერაციამ აღნიშნული წოდება პუტინს 2012 წელს მიანიჭა.