პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, პოლონეთმა უკრაინისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მიწოდება დაიწყო.
"კოლონა საბრძოლო მასალებით, რომელსაც ჩვენ უკრაინას გადავცემთ, უკვე უკრაინაშია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელებს, ვართ სოლიდარულები და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას",- წერს მარიუშ ბლაშჩაკი.
სატვირთო მანქანებით დატვირთული მთელი კოლონა დღეს გადაეცა უკრაინას.