კვლავ სპეციალური რეჟიმი მოქმედებს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, შესაბამისი საბურავებით იმოძრაონ.