საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე, ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა - დმიტრო კულება

25 თებერვალი 2022, 09:15 2111 ნახვა

დღეს, გამთენიისას, კიევის დროით 04:22 საათზე უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკისა და გოლოსევსკის რაიონებში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბოლოს ასეთი რამ მათ დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაესხათ თავს.

„საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე. ბოლოს ასეთი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც ფაშისტური გერმანია დაგვესხა თავს. უკრაინამ მაშინდელ ბოროტებაზე გაიმარჯვა და გაიმარჯვებს ახლაც. იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი, გაწყვიტეთ ყველა კავშირი, ამოაგდეთ რუსეთი ყველაფრიდან“,- წერს დმიტრო კულება​ „ტვიტერზე“.

პარალელურად უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმები მიიტანეს.

მათივე ინფორმაციით, მესაზღვრეებს შორის არიან დაჭრილები და დაღუპულები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი