რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 57 და დაშავდა 169 ადამიანი - უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო

25 თებერვალი 2022, 00:01 1010 ნახვა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 57 და დაშავდა 169 ადამიანი.

„ოპერატიული მონაცემებით, რუსული თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი დაიღუპა, კიდევ 169 დაიჭრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სტაბილურად მუშაობს  მედიცინის მუშაკები მუდმივად მუშაობენ, მორიგეობს ყველა ექიმი არამხოლოდ ქირურგიული პროფილით, არამედ ტრავმატოლოგები და რეანიმატოლოგები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი