აჭარის ჩემპიონატი სათხილამურო სპორტში

21 დეკემბერი 2016, 00:00 4366 ნახვა

სათხილამურო კურორტმა “გოდერძი” აჭარის ჩემპიონატს უმასპინძლა სათხილამურო სპორტში. ტურნირში ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სათხილამურო სკოლის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. პირველობისთვის  46 მოთხილამურე იბრძოდა. გამარჯვებულები გოგონებსა და ვაჟებს შორის გამოვლინდნენ. ყველაზე მეტი მედალი, ხულოს სათხილამურო სკოლის სპორტსმენებმა მოიპოვეს. პირველ ადგილზე გასულებსა და პრიზიორებს მედლები და სიგელები გადაეცათ. აჭარიდან 12 საუკეთესო მოთხილამურე მესტიაში გაემგზავრება, სადაც 24-25 დეკემბერს საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე