''ნაციონალური მოძრაობის '' მიმართვა პრეზიდენტს

24 თებერვალი 2022, 13:37 863 ნახვა

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, მოწვეული იყოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა რუსეთის სამხედრო აგრესიაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „ვხედავთ, დუმილს და უმოქმედობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

''ამგვარი დუმილი და უმოქმედობა საქართველოს დაუჯდება ძალიან სერიოზული ფასი. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ ინიციატივებს ხელისუფლებას – მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს მოწვეული იყოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა რუსეთის სამხედრო აგრესიაზე. ასევე პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ უნდა მიიღოს რეზოლუცია. არა იმგვარი, სადაც რუსეთი არ იყო ნახსენები.

უნდა იყოს რეალური რეზოლუცია, სადაც საუბარი იქნება სანქციებზე. ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა და რუსეთი დგანან ისტორიის სხვადასხვა მხარეს, საქართველო სწორ მხარეს უნდა იდგეს.

მივმართავთ პრემიერს დაუყონებლივ მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების სხდომა, რათა ეს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა განვიხილოთ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი