საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
„დღეს ორი რამაა მთავარი - ომის შეჩერება და სიმშვიდისა და სიმტკიცის შენარჩუნება.
საერთაშორისო საზოგადოებამ მშვიდად და მტკიცედ უნდა მოახერხოს ომის შეჩერება. მთავარი ამოცანა იყო, რომ ომი არ დაშვებულიყო, მომხდარიყო მისი თავიდან აცილება, ახლა, მნიშვნელოვანია, რომ ის შეჩერდეს და ფართო ესკალაცია არ იყოს დაშვებული. საერთაშორისო თანამეგობრობას ამისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს.
ჩვენ მათთან ვმუშაობთ და მოვუწოდებთ ამ ინსტრუმენტების გამოყენებისკენ. ჩვენ ყველანაირად ვუდგავართ გვერდით ჩვენს უკრაინელ ძმებსა და დებს, რათა უკრაინაში ომი შეჩერდეს“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.