ვითარება უკრაინაში-პოლიტიკური შეფასებები

23 თებერვალი 2022, 18:27 1203 ნახვა

„დღეს საქართველოს ბედი წყდება უკრაინის საზღვართან“-ასე აფასებენ პოლიტიკოსები უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და ხელისუფლებას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნეს, რომ ხელისუფლებამ  რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციები ვერ გამოიყენა ადეკვატურად, ქვეყანაში არსებული თითქმის ყოველდღიური ბორდერიზაციის ფონზე. ოპოზიციაიში მიაჩნიათ, რომ  მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად. ლელოში აცხადებენ, რომ 2008 წელთან შედარებით, ახლა დასავლეთს უფრო მკაფიო და აგრესული მესიჯები აქვს რუსეთთან დაკავშირებით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩრდილოეთისთვის საკმაოდ დამაზარალებელი იქნება. გახარია საქართველოსთვის ბათუმის საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ რუსეთთან მიმათებით ადეკვატური სიფრთხილის მომხრეა და თვლის, რომ ქვეყანამ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით უნდა იმოქედოს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილებები  ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი