უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებას ურჩევს.
უწყება ასევე უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაძლიერების გამო, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის ფედერაციაში საკონსულო დახმარების გაწევის მნიშვნელოვანი შეზღუდვა შეიძლება გამოიწვიოს, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან, ხოლო მათ, ვინც უკვე რუსეთში იმყოფება, რუსეთის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებას ურჩევს. ხაზს ვუსვამთ, რომ ამ რეკომენდაციების უგულებელყოფა მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთის ფედერაციაში უკრაინის მოქალაქეების სათანადო დაცვის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.