ფერმერებს, მეწარმეებსა და ადგილობრივებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის” პროგრამა გააცნეს, რომლის დაფინანსება მილიონ 415 ათას 783 ლარია და 270-ზე მეტი პროექტი უნდა დაფინანსდეს.
უწყების ინფორმაციით, გაორმაგებულია „სოფლად მეწარმეობის განვითარების” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა, ამ პროგრამისთვის კი გათვალისწინებულია 3 მილიონ 197 ათას 640 ლარი. პარალელურად ახალ პროგრამებს ახორციელებს აგროსერვისცენტრი.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, თითოეულ მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს პროექტების შედგენაში სამინისტროს წარმომადგენლები დაეხმარებიან.