საქართველოში კოვიდინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 223 პირი, გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 504 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 253 PCR ტესტით.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 27,73 პროცენტს შეადგენს, დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 25,26 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 29,89 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 4 305 შემთხვევა, აჭარა - 523, იმერეთი - 1 662, ქვემო ქართლი - 541, შიდა ქართლი - 638, გურია - 424, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 779, კახეთი - 842, მცხეთა-მთიანეთი - 218, სამცხე-ჯავახეთი - 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 90.