ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

22 თებერვალი 2022, 23:37 1151 ნახვა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სპეციალურ ბრიფინგზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა.

მისივე განცხადებით, სანქციები გატარდება რუსული ელიტისა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ. მთლიანად დაბლოკილია ორი ბანკი "WAB" და "Military Bank"-ი. რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებს მსოფლიო ბაზრებზე ობლიგაციებით ვაჭრობას და სესხების მიღებას.

"რუსეთმა მიითვისა რეგიონის დიდი ნაწილები და განალაგა სამხედრო ნაწილები გაცილებით უფრო ღრმად, ვიდრე ეს უკრაინის საზღვრებითაა აღიარებული და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის სახელმწიფოს აღიარება. ეს არის დასაწყისი რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის, დაფუძნებული დუმის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვაპირებთ სანქციებზე საუბრის გაგრძელებას და გაცილებით ღრმად წასვლას ამ მიმართულებით. 

არ არსებობს ქვეყნები, რომელთაც აქვთ უფლება წაართვან ტერიტორია მათ მეზობლებს. რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ და ნატოს მოკავშირეებმა ბევრი განცხადება გავაკეთეთ პუტინის ბოლო პერიოდის განცხადებების წინააღმდეგ, უკრაინასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ ის აღიარებს როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკებს ლუგანსკს. 

ჩვენ ვართ ძალიან ახლო კოორდინაციაში ჩვენს მოკავშირეებთან, და მზად ვართ ესკალაციის შესაწინააღმდეგებლად. პირველი სანქცია ეს არის ფინანსურ ინსტიტუციებზე, მეორე რუსეთის ვალზე რომელიც ვერ იქნება დაფინანსებული უცხოური წყაროებიდან. ხვალიდან იქნება სანქციები რუსეთის ლიდერებსა და მათ ოჯახის წევრებზე. 

გერმანიასთან კონულტაციის შემდეგ, პრაქტიკულად, მომზადებულია ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის გაყინვა ამავდროულად, აშშ გააგრძელებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. იმის გამო, რომ რუსეთის არმის დგას ბელარუსში, ჩვენ ვაწვდით კიდევ უფრო მეტ შეიარაღებას უკრაინას და ასევე სამივე ბალტიისპირეთის სახელმწიფოში ასვეე გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს თავს დავესხათ რუსეთს მაგრამ ჩვენ ვიცავთ ნატოს ტერიტორიას", - განაცხადა ბაიდენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი