საქართველოში კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი

22 თებერვალი 2022, 10:49 829 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 486 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 164 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 322 PCR ტესტით.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 25,48%, ბოლო 14 დღის – 30,65%, ბოლო შვიდი დღის – 28,55%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 565 769 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 422 540 გამოჯანმრთელდა, 15 933 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 800 752 აცრა, დღიურად აცრილია 3 006.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი