პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში "მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა

22 თებერვალი 2022, 02:12 1102 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ, - ამის შესახებ რუსეთის სამართლებრივი ინფორმაცის პორტალზე გამოქვეყნებულ განკარგულებებში ნათქვამი.

"ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსადმი მიმართვასთან დაკავშირებით, შეთანხმების გაფორმებამდე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განახორციელოს მშვიდობის მხარდასაჭერი ფუნქცია“ , - ნათქვამია განკარგულებაში.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი