ბოლო საათების მოვლენები აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

22 თებერვალი 2022, 00:02 1074 ნახვა

ბოლო საათების მოვლენები აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"ბოლო საათების მოვლენები აშშ-ის პრეზიდენტთან განვიხილეთ. ვიწყებთ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას. ასევე დაგეგმილია საუბარი ბორის ჯონსონთან“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ "Twitter"-ზე.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი