ბათუმის ''დინამოს'' მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალ დილით დაიწყება

21 თებერვალი 2022, 20:46 2895 ნახვა

25 თებერვალს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი იწყება. ეროვნული ლიგის გახსნითი მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.

მოქმედი ჩემპიონი ბათუმის ''დინამო'' ლიგაში აღზევებულ ბოლნისის ''სიონს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 25 თებერვალს 19:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზება 22 თებერვლის დილის 10 საათიდან biletebi.ge-ზე დაიწყება.

სტადიონის სალაროებში კი ბილეთები 23 თებერვლიდან გაიყიდება. ბილეთის ფასი 5, 10 და 25 ლარი იქნება.

სტადიონის შესასვლელი კარი მატჩის დღეს 2 საათით ადრე გაიღება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში