საწვავის ფასების რეკორდული მატების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობა და პოლიტიკური ფაქტორებია - ლევან დავითაშვილი

21 თებერვალი 2022, 13:39 923 ნახვა

საწვავის ფასების რეკორდული მატების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობა და პოლიტიკური ფაქტორებია - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ისინი პროცესს აკვირდებიან და სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელია მიიღონ მყისიერი გადაწყვეტილებები.

„გვესმის, რომ პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესი ამაზე მოქმედებს, მაგრამ ამას დამატებით ის გეოპოლიტიკური სირთულეები ემატება, რომელიც რეგიონშია და საწვავის ფასების ზრდას განაპირობებს. ჩვენთვის ეს აქტუალური საკითხია. საწვავი არის ბევრი პროდუქტის მდგენელი და შესაბამისად, ის ინფლაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ზოგადად, ინფლაციის დარეგულირება და დასტაბილურება იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკურ ზრდასთან ერთად. რთული ამოცანაა ამ ბალანსის მიღწევა, მაგრამ სწორი კომუნიკაციით შეგვიძლია მაქსიმუმი გავაკეთოთ. პროცესს ვაკვირდებით და სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია მივიღოთ მყისიერად გადაწყვეტილებები,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი