ქეთი მელუას ღირსების ორდენი გადაეცა

21 დეკემბერი 2016, 00:00 2745 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მომღერალს ჯილდო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართული კონცერტის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გადასცა. სახელმწიფო თეატრში ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ქეთი მელუამ და კამერულმა გუნდმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი კომპოზიციები შეასრულეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი