განახლებული “ ალი და ნინო”  მნახველების მოლოდინში

20 თებერვალი 2022, 13:23 1303 ნახვა

“ალი და ნინო”-ს  რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრულდა. ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ღირსშესანიშნაობა განახლებული განათების და მოძრაობის სისტემით აგრძელებს ვიზიტორების მოხიბვლას. 

საავტორო გადაწყვეტილებით, სკულპტურაზე ფართომასშტაბიანი სამუშაოები განხორციელდა. რეაბილიტაციის პროცესში სრულად შეიცვალა მოძრაობის და ღამის განათების სისტემა, რომლის მიხედვითაც სკულპტურა ფერადოვანი ეფექტით განათდა.

სიყვარულის მოძრავ სკულპტურას,  ავტორის - თამარ კვესიტაძის,  კომპანია “თკ სტუდიო”-ს  მიერ ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში