ნაციონალური მოძრაობის დაკავებული წევრების სასამართლო

19 თებერვალი 2022, 18:19 1457 ნახვა

ბათუმში, სასტუმუმრო ჰილტონთან გამართულ აქციაზე დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ 6-ვე წევრი სასამართლო პროცესამდე გათავისუფლებულია. ისინი აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დაკავებულ ელგუჯა ბაგრატიონს  სამედიცინო დაწესებულებაში კვლევები ჩაუტარდა.  დეპუტატის მდგომარეობა სტაბილურია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, ოპოზიციის წევრები სასტუმროს შენობაში დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც შევიდნენ.

როგორც ენმ-ს წევრები ამბობენ, მათ ირაკლი კობახიძესთან ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კონკრეტული კითხვები ჰქონდათ.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა ოპოზიცია თემით სპეკულირებს.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი