ნაციონალური მოძრაობა ყველა უკანონო შენობის დანგრევას ითხოვს

19 თებერვალი 2022, 13:08 1322 ნახვა

60-ზე მეტი უკანონო მშენებლობა და ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა, რომელიც მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოწერა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ პრობლემა აღსრულებაშია. ოპოზიცია ბათუმის პირსის, როგორც უკანონო მშენებლობის ნგრევას მიესალმება, თუმცა გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობებს ეხმაურება.

მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ესაა შერჩევითი სამართლის მაგალითი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განცხადებები გოგოლის ქუჩიდან, უკანონოდ აშენებული 12 კორპუსის ფონზე გააკეთეს და ტერიტორიისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება მოითხოვეს.

ცნობისთვის, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გუშინ ხელახლა გამოაქვეყნა გასული წლის ივლისის გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ უნებართვო მშენებლობა უნდა დაინგრეს. თუმცა, მეტრო ტერმინალმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და დავა ახლა სასამართლოში მიმდინარეობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი