ბრძანება გოგოლზე უნებართვო შენობის დემონტაჟზე

18 თებერვალი 2022, 19:34 2736 ნახვა

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას გადაწყვეტილება მიღებული აქვს,  გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟის შესახებაც. ეს გასული წლის ზაფხულის გადაწყვეტილებაა, რომელიც კომპანია მეტრო-ჰოლდინგს თავის მხრივ სასამართლში აქვს გასაჩივრებული. მშენებლობა უნებართვოდ  გასულ წელს დაიწყო, რის შემდეგაც მშენებელი კომპანია 5 ათასი ლარით 53-ჯერ დააჯარიმეს შეჩერებული უნებართვო მშენებელობის გაგრძელებისთვის და ერთხელ 6 ათასი ლარით უნებართვო მშენებელობისთვის. გოგოლის ქუჩაზე უნებართვო მშენებელობის შეჩერება საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. საგაამოძიებო უწყებაში გამოკითხვებზე იბარებენ მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ კურირებენ გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის საკითხს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი