5 ივლისის საქმე

18 თებერვალი 2022, 14:48 868 ნახვა

საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისის საქმეზე ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობაში მონაწილე 7 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, პროკურატურა სასამართლოზე 12 მოწმის მოსმენას გეგმავს, მათ შორის არიან ჟურნალისტები, ოპერატორები და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეები.

პროკურატურა გეგმავს კიდევ ერთხელ შეისწავლოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილთან დაკავშირებით არსებული ვიდეო მტკიცებულებები.

1 ჟურნალისტი და 1 ოპერატორი უკვე დაიკითხა. ამბობენ, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ მოძალადე აქტივისტები, და სასამართლოში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 5-6 ივლისის მოვლენები, ილია თვალიაშვილი, რომელიც პირველი არხის ოპერატორია, ამბობს, რომ საკუთარ მოვალეობას სრულყოფილად, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემდეგ ვეღარ ასრულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში