5 ივლისის საქმე

18 თებერვალი 2022, 11:06 917 ნახვა

უკვე ერთი საათია საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისის საქმეზე ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობაში მონაწილე 7 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა სასამართლოზე 12 მოწმის მოსმენას გეგმავს, მათ შორის არიან ჟურნალისტები, ოპერატორები და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეები.

პროკურატურა გეგმავს კიდევ ერთხელ შეისწავლოს პირველი არხის ოპერატორ, ილია თვალიაშვილთან დაკავშირებით არსებული ვიდეო მტკიცებულებები. იმისთვის, რომ გამოვლინდნენ თავდასხმის მონაწილეები.

თავად დაზარალებულები აცხადებენ, რომ აუცილებელია ინდენტიფიცირება არა მხოლოდ ძალადობაში მონაწილე პირების, არამედ ძალადობის ორგანიზატორებისაც, რადგან სამომავლოდ მოხდეს პრევენცია მსგავსი ტიპის ძალადობის ფაქტების.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი