ხმაური იყო დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან, სადაც ჯანდაცვის საკითხებზე ღონისძიება იყო ჩანიშნული, რომელსაც ქალაქის მერიც უნდა დასწრებოდა. ბიბლიოთეკასთან მივიდნენ მაიაკოვსკის ქუჩის მცხოვრებლები, რომლებიც ავარიულ სახლში ცხოვრობენ და მერთან კონკრეტული კითხვები აქვთ. რა ბედი ეწევათ მათ, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ? ამის შესახებ მხარეებმა მერიაში შეხვედრაზე იმსჯელეს, როემლიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.