დეპუტატები ამ წუთებში ფინანსთა მინისტრის ანგარიშს უსმენენ. მოგვიანებით კი ლაშა ხუციშვილს ოპოზიციის კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ინფლაცია, ქვეყნის ვალი და საინვესტიციო გარემო - ამ თემებით დაინტერესდება ოპოზიცია.
კითხვები აქვთ მმართველი გუნდის წევრებსაც, როგორც განმარტავენ, ისინი ინფლაციაზე, საბანკო სესხებსა და პანდემიის დროს მთავრობის მიერ დახარჯულ თანხებზე დასვამენ კითხვებს.