ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამაში მე-10 ადგილი დაიკავა

15 თებერვალი 2022, 19:22 937 ნახვა

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ პეკინში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამაში მე-10 ადგილი დაიკავა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გუბანოვამ პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და 65.40 ქულა მიიღო, რაც საკმარისია აღმოჩნდა საუკეთესო ათეულში მოსახვედრად. 

პირველი და მეორე ადგილები ROC-ის წარმომადგენლებმა, შესაბამისად, კამილა ვალიევამ და ანა შჩერბაკოვამ დაიკავეს. მესამე იყო იაპონელი კაორი საკამოტო.

ქალთა თავისუფალი პროგრამა 17 თებერვალსაა დაგეგმილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი