აჭარის ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სპორტში

06 სექტემბერი 2025, 19:54 161 ნახვა

ბათუმში ჩატარდა აჭარის ღია ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის სახეობაში. შეჯიბრება ტრაილერის გაწევასა და ბაგირის გადაძალვაში გაიმართა. სპორტსმენებმა რვატონიანი ტრაილერის გაწევა სამ დისციპლინას მოიცავდა. მხრებით გაწევას, ბაგირით გაქაჩვას და მიწოლით გაყვანას. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 40-მდე ათლეტი მონაწილეობდა.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.ტურნირი საქართველოსა და აჭარის უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ფედერაციების ორგანიზებით, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტის სასახლის მხარდაჭერით ჩატარდა.

აქვე გეტყვით, რომ მომავალ წელს ქუთაისი ძალისმიერ სპორტში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც აჭარის ნაკრების წევრებიც იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი