ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილსა და კახა კუჭავას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს

15 თებერვალი 2022, 18:08 1102 ნახვა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილსა და კახა კუჭავას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

კენჭისყრის პროცედურა, შემდეგი შედეგებით დასრულდა:

კახა კუჭავა  78 მომხრე, 5 წინააღმდეგი;

ბადრი ჯაფარიძე - 77 მომხრე, 38 წინააღმდეგი;

ელენე ხოშტარია -77 მომხრე, 9 წინააღმდეგი;

შალვა ნათელაშვილი - 79 მომხრე, 28 წინააღმდეგი.

რეგისტრაცია სულ 116-მა დეპუტატმა გაიარა.

კახა კუჭავას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს მისი პირადი განცხადება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის შემთხვევაში პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენები, ხოლო ბადრი ჯაფარიძისთვის კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი