კანადა უკრაინას 6,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იარაღს მიაწვდის 

15 თებერვალი 2022, 10:01 566 ნახვა

კანადა უკრაინას 6,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლეტალურ იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. ამას გარდა, კანადის პრემიერ-მინისტრი უკრაინას 393 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს.

„კანადისა და ჩვენი სხვა პარტნიორების ამ მხარდაჭერის მიზანია, გადავაფიქრებინოთ რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიის გაგრძელება“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ მედიასთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ 5 თებერვალს კანადამ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობა და სადაზვევრო მოწყობილობები გაუგზავნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი