იანვარსა და თებერვალში რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელია - გამყრელიძე 

15 თებერვალი 2022, 12:43 1053 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, იანვარსა და თებერვალში რეინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.  

ამირან გამყრელიძის თქმით, ვისაც მეორედ დაემართა ვირუსი, მათი 50% ნამდვილად ორჯერადად იყო აცრილი, მაგრამ ვისაც ''ბუსტერ დოზა'' ჰქონდა გაკეთებული იქ რეინფიცირება ნაკლები იყო.

მისივე თქმით, ასევე ჯერადობით ნაკლებია ჰოსპიტალიაზაციის მაჩვენებელი და ფატალური შედეგი. 

''ჰოსპიტლებში მწოლიარე 6000 პაციენტიდან, დაახლოებით, 95% აუცრელი გახლავთ. მათ შორის, რეანიმაციებში მყოფი პაციენტებიდან, მაღალი პროცენტი აუცრელია. ხაზი უნდა გაესვას, რომ აცრა და განსაკუთრებით, ,,ბუსტერი'', იცავს ადამიანს უფრო მთავარისგან ესაა გართულება, მოხვედრა ინტენსიურ თერაპიაში, რეანიმაციაში და ფატალური შედეგი'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი