რუსეთისგან უკრაინისკენ მიმართული საფრთხეები იყო საპარლამენტო დელეგაციის მთავრი განხილვის საგანი დიდ ბრიტანეთში. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ დიდ ბრიტანეთში საქართველოს მხარდაჭერა ოფიციალური კიევის მიმართ არაერთ შეხვედრაზე დააფიქსირეს.
რაც შეეხება ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის მონაწილეობით ახალი ალიანსის შექმნას, და საქართველოს პერსპექტივას პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ვიდრე არ დაკონკრეტდება ზუსტი მიზნები ჯერ არარსებულ გაერთიანებაზე ფიქრი ნაადრევია