მთავრობაში გაცემული პრემიები

20 დეკემბერი 2016, 00:00 3651 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდებს, რომ შეამციროს მთავრობის ადმინისტრაციამ  პრემიებისა და დანამატების გაცემის სიხშირე.  რეზო ხარაზი ამბობს, რომ მათ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად  უწყებაში პირველი იანვრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით პრემიის სახით გაცემულია 308 ათას 640 ლარი, ხოლო დანამატის სახით 519 ათას 762 ლარი. ''პრემია საერთოდ არ მიმიღია''-ამბობს ''ახალ ამბებთან'' ზურაბ პატარაძე. მისივე თქმით, მისი დანიშვნის შემდეგ მთავრობის აპარატში  ერთხელ გაიცა პრემია და ისიც გეგმიურად.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი