''ქართული ოცნება“ სენაკის საკრებულოს გუშინდელი სხდომის არალეგიტიმურობაზე მიუთითებს. როგორც მმართველი პარტიაში აცხადებენ, 33-წევრიანი საკრებულოს სხდომა 16 ხმით, ანუ კვორუმის გარეშე, ოპოზიციამ არალეგიტიმურად გახსნა.
მმართველი გუნდის ოპონენტები კი სხდომას ლეგიტიმურს უწოდებენ. ამბობენ, რომ მმართველი გუნდი საკუთარი კანონით ხელმძღვანელობს.