რუსეთი, ბელარუსთან ერთად, მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს

10 თებერვალი 2022, 10:02 579 ნახვა

რუსეთი ბელარუსთან ერთად დღეს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ათდღიანი იქნება და მასში 30 000-მდე რუსი სამხედრო, ასევე „ეს-400“ სახმელეთო-საჰაერო სარაკეტო სისტემების ორი ბატალიონი და 35 ავიაგამანადგურებელი მიიღებს მონაწილეობას.

ბელარუსში იმყოფება რუსეთის გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი. თეთრი სახლი ამ წვრთნებს უკრაინის გარშემო არსებული ვითარების პირობებში „გამამწვავებელ“ ქმედებად აფასებს.

დასავლური ქვეყნები შიშობენ, რომ უკრაინის საზღვართან მობილიზებული შეიარაღებული ძალების ფონზე მოსკოვი შესაძლოა უკრაინაში შეიჭრას.

წვრთნები 20 თებერვლამდე გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი