ერევანში ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

09 თებერვალი 2022, 18:10 538 ნახვა

ერევანში ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.  ალექსანდრ კონიუკი უწყებაში ბელარუსის პრეზიდენტის მიერ სომხეთის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ გამოიძახეს.  ბელარუსის ელჩი გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განუმარტეს, რომ ერთმანეთის შესახებ განცხადებები ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული, გათვალისწინებული უნდა იყოს  ორივე მხარის ინტერესი და სუვერენიტეტი.

დიპლომატის თქმით,  ორშაბათს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუს ჟურნალისტ  ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში ახალი ქვეყნების გაერთიანების პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა, რომ  სომხეთს წასასვლელი არსად აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი