ბათუმში 9 მარტის ქუჩაზე ხანძარი იყო გუშინ გვიან ღამით. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი დროულად ჩააქრეს და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.