გახარიას პარტია ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატს დაასახელებს

09 თებერვალი 2022, 11:46 716 ნახვა

2 აპრილის შუალედურ არჩევნებში გახარაის პარტია ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს დაასახელებს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ  ბრიფინგზე მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატის ვინაობას რამდენიმე დღეში დაასახელებენ.

როგორც ცნობილია, ბათუმის საკრებულოს სხვა ოპოზიციური პარტიები ლელო და ნაციონალური მოძრაობა ერთი კანდიდატის დასახელებას გეგმავენ. ქართულმა ოცნებამ კი კანდიდატად რამაზ ჯინჭარაძე დაასახელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში