საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ბევრი ახალგაზრდის ოცნებაა და არც მშობლები იშურებენ ძალ-ღონესა და ფინანსებს იმისათვის, რომ მათმა შვილებმა განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ. ფაქტობრივად, ყველა სფეროში მომუშავე პროფესიონალებიც საქმიანობას უცხოეთში ამჯობინებენ.
ქვეყნიდან წასული წარმატებული სტუდენტების წახალისებისთვის ქობულეთის მერიას დაფინანსების პროგრამა აქვს, რაც ახალგაზრდებს მოტივაციას უმაღლეს, თუმცა ეს პროგრამა მხოლოდ საზღვარგარეთ წასულებზე არ ვრცელდება, იმათზეც, ვინც მაღალი ქულებით მოიპოვებს სტუდენტის სტატუსს საქართველოში.