სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს და იძულებითი ნარკოშემოწმების წესის შესაცვლელად საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის. ომბუდსმენის სარჩელი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილეს. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელი ეჭვის გარეშე ქუჩიდან პირის ნარკოშემოწმებაზე გადაყვანა მის უფლებებს არღვევს. როგორია ქუჩის ნარკოპოლიტიკა და ირღვევა თუ არა მოქალაქეების უფლებები.