აჭარას ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს. რეგიონის მთავრობის წევრები – მინისტრების პორტფელებს ოფიციალურად ხვალ ჩაიბარებენ. აჭარის მთავრობაში ორი ახალი სახეა. ჯანდაცვის უწყებას ზაალ მიქელაძე უხელმძღვანელებს, განათლების ყოფილი რესპუბლიკელი მინისტრი კი ამ პოსტზე უნივერსიტეტის პრორექტორმა, ინგა შამილიშვილმა ჩაანაცვლა. ეკონომიკის მინისტრი კვლავ რამაზ ბოლქვაძეა, სოფლის მეურნეობაზე პასუხისმგებლობა ისევ ლაშა კომახიძემ აიღო. როგორია მინისტრების სამომავლო გეგმები და გეზი მთავრობისკენ.