ჯარისკაცების დასახმარებლად, რომლებმაც საბრძოლო ტრავმა განიცადეს და პოსტ-ტრავმატული სინდრომის აშლილობა აწუხებთ, ახალი საშუალება შეიქმნა. ვირტუალური რეალობის პროგრამის საშუალებით, მათ ადრე უკვე განცდილი ვითარების სიმულაციას სთავაზობენ.
ფსიქოლოგების აზრით, ეს მეთოდი მეხსიერებაში დარჩენილ მძიმე განცდებს არ აქრობს, მაგრამ პაციენტს მტკივნეული რეაგირების შერბილებაში ეხმარება. ეს მეთოდი, ჯარისკაცების გარდა, შესაძლოა ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვისაც გამოიყენონ . ვნახოთ ამერიკის ხმის რეპორტაჟი.