საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ საქართველოს პარლამენტს წერილობით მიმართა. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, ცვლილებების მიზანს მოქმედ კანონმდებლობაში მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და გენერალური დირექტორის უფლება-მოვალეობების გამიჯვნის საკითხი წარმოადგენს.