საია სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელზე

04 თებერვალი 2022, 20:00 1111 ნახვა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელი პირველ მარტამდე განიხილოს.ლონდა თოლორაიას სარჩელი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის 1-ელი მარტის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ლონდა თოლორაია ვერ აღდგება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებულ თანამდებობაზე. შესაბამისად, იმისათვის, რომ ლონდა თოლორაიას უფლებების აღდგენა შეუძლებელი არ გახდეს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს აღნიშნულ სარჩელს  და 1 მარტამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნორმის შეჩერების შესახებ. საიას საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადებით უპასუხა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ  საქმე განსახილველად გადაეცა პირველ კოლეგიას.

საქმის განხილვისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, სასამართლო გაავრცელებს ინფორმაციას სარჩელის განხილვის ჩატარების ან საქმეზე სამართალწარმოების სხვა პროცედურის განხორციელების შესახებ, -  ნათქვამია განცხადებაში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში