კომისია შუალედური არჩევნებისთვის

04 თებერვალი 2022, 20:25 2843 ნახვა

ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია. რუსთავის, გარდაბნისა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები ხმის მიცემის პროცესით შეარჩია. კომისიის წევრობაზე სულ 31 განაცხადი იყო, აქედან მომდევნო ეტაპზე 28 მონაწილე გადავიდა, საიდანაც ცესკოს წევრებმა დროებითი წევრები შეარჩია.   

თვითმმართველობის არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. გეტყვით, რომ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ დროებით წევრს, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი