,,ის აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები, თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, თუ იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ეს ყველაფერი არის ნიშანი იმისა, რამდენად რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა არის პროვოკაციაზე გადასვლა“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ქვეყნის მთავარსარდალმა ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს სახელით.
სწორედ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის ქმედებებზე გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის ლიდერმა.